" გარე რეკლამა შენი წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა "
კომპანია ფორმულა გთავაზობთ ბილბორდებსა და ციფრულ ეკრანებს თქვენი რეკლამის განსათავსებლად. ჩვენი გარე სარეკლამო სივრცეები, სტრატეგიული ადგილებით თბილისსა და რეგიონების მასშტაბით, დაგეხმარებათ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიისა თუ კამპანიის ფართო აუდიტორიამდე მიტანაში. არ აქვს მნიშვნელობა ახალი პროდუქტის პოპულარიზაციას გეგმავთ, ბრენდის ცნობადობის გაზრდას თუ მომხმარებელთა კონკრეტულ სეგმენტზე გასვლას, ჩვენი ადგილები უზრუნველყოფენ ხანგრძლივ შთაბეჭდილებებს თვალის ერთი შევლებით
ბოლო პროექტები
Porsche ცენტრი თბილისი
" სრულად ელექტრო Porsche Taycan ელექტრომობილებში არის ის, რაც 911 სპორტულ ავტომობილებში "
Castello
ავეჯის, განათებისა და აქსესუარების მულტიბრენდული შოურუმი Castello არის წამყვანი იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დილერი და რითეილერი საქართველოში
Zedazeni x "RAVI"
ბრენდის ღირებულებები ემთხვევა სამიზნე აუდიტორიის ღორებულებებს. რავი გაბედულია, რისკიანი და ისწრაფვის იმის კეთებას რაც თვითონ სურს ჩარჩოების, სტიგმების და სტერეოტიპების გარეშე
სერვისები
გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის
გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის გთავაზობთ ბილბორდის სტრუქტურის აწყობას და დაყენებას თქვენს სასურველ ადგილას ან თქვენს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (შოურუმი, მაღაზია და ა.შ.), სადაც მხოლოდ თქვენ გექნებათ რეკლამის განთავსების უფლება და ყოველთვიური იჯარა იქნება საბაზრო ფასთან შედარებით დაბალი
ბილბორდები
ჩვენ გთავაზობთ სივრცეს გარე რეკლამის განსათავსებლად, სასურველი დიზაინისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით. ჩვენი ბილბორდები განთავსებულია ქალაქებისა და რეგიონების სტრატეგიულ ადგილებში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხილვადობას. გარე რეკლამით თქვენი პროდუქტი ყოველდღიურად აღწევს ათიათასობით პოტენციურ მომხმარებლებამდე
LED ეკრანები
მიიპყარით ყურადღება LED ეკრანებზე გაშვებული სარეკლამო ვიდეო რგოლით. ჩვენი მაღალი გარჩევადობის ეკრანები საშუალებას გაძლევთ თვალისმომჭრელი კონტენტის მიტანას სამიზნე აუდიტორიამდე
ბეჭდვა
კომპანია Formula გთავაზობთ პროფესიონალურ ბეჭდვის სერვისს ჩვენი ბილბორდებისთვის, რაც უზრუნველყოფს სიცოცხლით სავსე, ფერად ბანერებს მისაღებ ფასად
მონტაჟი/დემონტაჟი
ჩვენ გთავაზობთ ბილბორდების მონტაჟისა და დემონტაჟის სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას, რომელიც სრულდება მაქსიმუმ 6 დღეში
ხშირად დასმული კითხვები
რა არის თქვენი სერვისის ფასები ?
ფასები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორებიცაა ბილბორდის შემთხვევაში, მისი ზომა, ადგილმდებარეობა და იჯარის ხანგრძლივობა. LED ეკრანების შემთხვევაში, ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა და მისი გამეორების რაოდენობა დღის განმავლობაში. მეტი დეტალებისთვის უმჯობესია დაგვიკავშირდეთ
რა არის თქვენი კომპანიის უპირატესობები ?
ჩვენ გვესმის, რომ გარე რეკლამა უმეტესწილად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვცდილობთ შემოგთავაზოთ საბაზრო ფასთან შედარებით დაბალი ფასი, ხარისხისა და სერვისის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით
რა სერვისებს გვთავაზობთ?
ჩვენ გთავაზობთ ბილბორდებს სტრატეგიულ ადგილებში თბილისსა და რეგიონების მასშტაბით, სარეკლამო მასალების ბეჭდვასთან და მათ მონტაჟის/დემონტაჟის სერვისთან ერთად. გრძელვადიანი პარტნიორებისთვის, ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ბილბორდის სტრუქტურა სასურველ ადგილას ან თქვენს საკუთარ ტერიტორიაზე (შოურუმი, მაღაზია, ა.შ.)
რა დრო ჭირდება ბანერის მონტაჟს?
უმეტესწილად ბეჭდვა-მონტაჟს სჭირდება 6 დღემდე ბილბორდის შემთხვევაში, ხოლო LED ეკრანზე რეკლამის გაშვებას რამდენიმე საათი
რა პერიოდით შემიძლია რეკლამის განთავსება?
წინასწარ განსაზღვრული მინიმალური პერიოდი არ გვაქვს, შეგიძლიათ გარე რეკლამის საშუალებები გამოიყენოთ სასურველი ხანგრძლივობით